ამირან გამყრელიძე: გადაწყვეტილება კანდიდატურის მოხსნის თაობაზე პირადად მივიღე, რადგან ჩემს ოჯახს აღარ შეხებოდნენ

ამირან გამყრელიძე: გადაწყვეტილება კანდიდატურის მოხსნის თაობაზე პირადად მივიღე, რადგან ჩემს ოჯახს აღარ შეხებოდნენ

კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ჯანდაცვის მინისტრად წარდგენილი უკვე ყოფილი კანდიდატის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გადაწყვეტილება კანდიდატურის მოხსნის თაობაზე საკუთარი სურვილით მიიღო.

„ეს გადაწყვეტილება პირადად მივიღე, რადგან ჩემს ოჯახს აღარ შეხებოდნენ და არ ყოფილიყო რაიმე ბარიერი ჩემსა და ახალაგზრდა თაობას შორის. საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული კონსესუსია, რომ დამთვარდეს საზოგადოების იმისიანებად და ამისიანებად დაყოფა. ჩვენ ყველა საქართველოს შვილები ვართ და ყველანი ჩვენს ქვეყანას უნდა ვემსახუროთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.