დავით დარახველიძე: ლტოლვილთა სამინისტროს მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნების შესაბამისად წარიმართება

დავით დარახველიძე: ლტოლვილთა სამინისტროს მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნების შესაბამისად წარიმართება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის კანდიდატის, დავით დარახველიძის განცხადებით, ეს სფერო საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან სერიოზული ყურადღების ქვეშაა.

შესაბამისად მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ის რეგულირდება სახელმწიფო პროგრამით, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების ნორმატივებითა და მათი მოთხოვნის საფუძველზეა შედგენილი.

მისივე თქმით,  მუშაობა სწორედ ამ ნორმების შესაბამისად წარიმართება და აღნიშნა, რომ თუ პროგრამა რაღაც საკითხების შესწორებასა და კორექტირებას მოითხოვს, ის აუცილებლად განხორციელდება.

„ეს სფერო სახელმწიფო პროგრამით რეგულირდება, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების ნორმატივებითა და მოთხოვნების საფუძველზეა შედგენილი. ჩვენი მუშაობაც ამ ნორმების შესაბამისად წარიმართება. უფრო კონკრეტულად კი სხვადასხვა ცვლილებებისა და  ჩვენი მხრიდან სამინისტროს მიდგომების შესახებ მოგვიანებით შემეძლება გიპასუხოთ“, - განაცხადა დარახველიძემ.