"ჩემს წინააღმდეგ რევანშისტულ გეგმას არ გამოვრიცხავ“, - ამის შესახებ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობის დასახელების შემდეგ ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა.
თუმცა მისი განმარტებით, ასეთი გეგმა ამ ეტაპზე არ არსებობს და საზოგადოებას შეუძლია მშვიდად იყოს.
„რევანშისტულ გეგმას ჩემს წინააღმდეგ, ასეთი გეგმა არ არსებობს და საზოგადოებას შეუძლია მშვიდად იყოს. თუმცა არ გამოვრიცხავ ასეთი გეგმის მზადებას, ჩვენ პოლიტიკური დევნის განხორციელებას არ ვაპირებთ და ამგვარ გეგმებს მათი არსებობის შემთხვევაში სამართლიანი სასამართლო გაარჩევს", - აღნიშნა ივანიშვილმა.