რეზო გაბრიაძის ნამუშევრების გამოფენა მოს­კო­ვის პუშ­კი­ნის სა­ხე­ლო­ბის სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო მუ­ზე­უმ­ში

რეზო გაბრიაძის ნამუშევრების გამოფენა მოს­კო­ვის პუშ­კი­ნის სა­ხე­ლო­ბის სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო მუ­ზე­უმ­ში

როგორც რუსული ინტერნეტგამოცემები იუწყებიან, დღეს მოს­კო­ვის პუშ­კი­ნის სა­ხე­ლო­ბის სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო მუ­ზე­უმ­ში „მიმინოს“ სცენარის ავტორის, რეზო გაბრიძის ნამუშევრების გამოფენა გა­იხ­ს­ნე­ბა. გა­მო­ფე­ნა სახელწოდებით  „რე­ზო გაბ­რი­ა­ძე. ფერ­წე­რა, გრა­ფი­კა, სკულ­პ­ტუ­რა“ სხვა­დას­ხ­ვა სე­რი­ე­ბი­დან, სხვადასხვა პე­რი­ო­დის 100 ნა­მუ­შე­ვარს აერთიანებს. გა­მო­ფე­ნა­ზე, ფერ­წე­რი­სა და გრა­ფი­კის გარ­და, მა­რი­ო­ნე­ტე­ბის თე­ატ­რის ძვე­ლი თო­ჯი­ნე­ბი გა­მო­ი­ფი­ნე­ბა. ექ­ს­პო­ზი­ცი­ის ხილ­ვას პუშ­კი­ნის მუ­ზე­უ­მის დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბე­ლი 18 ნო­ემ­ბ­რამ­დე შეძ­ლებს.

ქართველი მწერალი, სცენარისტი, რეჟისორი და მხატვარი რევაზ გაბრიაძე რუსულ პრესასთან საუბარში აღნიშნავს, რომ ძალიან გახარებულია ამ გამოფენით. როგორც ის ამბობს, პირველად ამ მუზეუმში ნახევარი საუკუნის წინ იმყოფებოდა, მაშინ წარმოდგენაც არ შეეძლო, რომ შეიძლებოდა ამ კედლებში ოდესმე მისი ნამუშევრებიც გამოფენილიყო.

საგამოფენო სივრცეში გაბრიაძის ყველა ექსპოზიციისთვის სპეციალური დამონტაჟდა განათება და სცენები.

რე­ზო გაბ­რი­ა­ძის გა­მო­ფე­ნა მოსკოვში პუშ­კი­ნის სა­ხე­ლო­ბის სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო მუ­ზე­უ­მის, ერთ-ერ­თი, პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში იმარ­თე­ბა. პრო­ექ­ტი იმ ხე­ლო­ვა­ნე­ბის მხატ­ვ­რუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის გაც­ნო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს, რომ­ლე­ბიც ცნო­ბილ­ნი გახ­დ­ნენ არა სახ­ვით ხე­ლოვ­ნე­ბა­ში მოღ­ვა­წე­ო­ბით, არა­მედ რო­მე­ლი­მე სხვა დარ­გ­ში მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბით. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, რე­ზო გაბ­რი­ა­ძის­თ­ვის მხატ­ვ­რო­ბა არა მე­ო­რა­დი, არა­მედ პირ­ვე­ლა­დი გა­ტა­ცე­ბაა. „მე­ო­რე ნა­მუ­შევ­რის“ სა­გა­მო­ფე­ნო სე­რი­ის ფარ­გ­ლებ­ში ასე­ვე მზად­დე­ბა ჰერ­მან ჰე­სეს აკ­ვა­რე­ლის და სვი­ა­ტოს­ლავ რიხ­ტე­რის ფერ­წე­რის ექ­ს­პო­ზი­ცი­ე­ბი.

პუშ­კი­ნის სა­ხე­ლო­ბის სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო მუ­ზე­უმ­ში ამ სე­რი­ით უკ­ვე გა­მარ­თულ გა­მო­ფე­ნებს შო­რის არის სერ­გეი ეიზენ­შ­ტე­ი­ნის, ფრან­კო ძე­ფი­რე­ლის, იური ნორ­შ­ტე­ი­ნის, ტო­ნი­ნო გუ­ე­რას გა­მო­ფე­ნე­ბი.

გაბრიაძემ აღნიშნა, რომ ამჟამად მუშაობს თემაზე, რომელსაც პირობითად „შემოდგომა“ ეწოდება. „სიბერეს აქვს თავისი უპირატესობები და მეც მინდა ვიცხოვრო ღრმა სიბერემდე, რომელიც ტკბილი მოგონებებით იქნება სავსე“-ამბობს 86 წლის ხელოვანი.

აქვე გეტყვით, რომ 2დან 11 ნოემბრამდე რევაზ გაბრიაძის მარიონეტების თეატრი მართავს საგასტროლო ტურს მოსკოვში.  რე­ჟი­სო­რის  მი­ერ 1981 წელს და­არ­სე­ბუ­ლი მა­რი­ო­ნე­ტე­ბის თე­ატ­რის და­სი მოს­კო­ვი­დან რუ­სე­თის რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში გა­ე­მარ­თე­ბა: სანკტ-პე­ტერ­ბურ­გ­ში, ეკა­ტე­რინ­ბურ­გ­ში, პერ­მ­ში, ნო­ვო­სი­ბირ­ს­კ­ში, სა­მა­რა­სა და როს­ტოვ­ში. ტურ­ნეს ბო­ლოს კი და­გეგ­მი­ლია რი­გა­სა და კი­ევ­ში გამ­გ­ზავ­რე­ბა. „თე­ატ­რა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის სტუ­დი­ის“ სცე­ნა­ზე და­სი „რა­მო­ნა­სა“ და „სტა­ლინ­გ­რადს“ ითა­მა­შებს.