მოსამართლეთა მიერ ჩადენილ უკანონო ქმედებებს საინიციატივო ჯგუფი შეისწავლის

მოსამართლეთა მიერ ჩადენილ უკანონო ქმედებებს საინიციატივო ჯგუფი შეისწავლის

 მოსამართლეთა მიერ ჩადენილ უკანონო ქმედებებს სპეციალური საინიციატივო ჯგუფი შეისწავლის. ამ ჯგუფის შექმნის ინიციატივით ადვოკატთა ასოციაციის  თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი გამოდის. 

ხატიაშვილის განცხადებით, ესჯგუფი ადვოკატებისგან და საზოგადოების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება. ის მოიძიებს მოსამართლეთა უკანონო ქმედებების შესახებ მტკიცებულებებს, რომელსაც რეაგირებისთვის ხელისუფლებას გადასცემს. ამასთან, მისი თქმით, შემდგომი გამოძიების პროცესს საინიციატივო ჯგუფი გაუწევს მონიტორინგს. 

საინიციატივო ჯგუფს ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილიც უერთდება.
„მოსამართლეთა მხარდაჭერის გარეშე უსამართლო მართლმსაჯულების ჩამოყალიბება შეუძლებელი იყო. სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლაში ჩვენი საზოგადოების აქტიური მხარდაჭერის იმედი გვაქვს", - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა. 

საინიციატივო ჯგუფის წევრების განცხადებით, შესწავლილი მასალები და დასკვნები რეაგირებისთვის გადაეგზავნება ხელისუფლებას, კერძოდ პროკურატურას, ხოლო პროკურატურის შემდგომ ქმედებებს მონიტორინგს უკვე საინიციატივო ჯგუფი გაუწევს.