გია დვალი პრემიერ-მინისტრთან შექმნილ  განათლებისა და მეცნიერების რეფორმების სახელმწიფო კომისიას უხელმძღვანელებს

გია დვალი პრემიერ-მინისტრთან შექმნილ განათლებისა და მეცნიერების რეფორმების სახელმწიფო კომისიას უხელმძღვანელებს

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, გია დვალი განათლებისა და მეცნიერების სისტემის სრულყოფასა და განვითარებაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს მინისტრობის ახალი კანდიდატების დასახელებისას განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც დამტკიცდება ახალი მთავრობა და პრემიერ-მინისტრი, პრემიერ-მინისტრთან შეიქმნება განათლებისა და მეცნიერების რეფორმების სახელმწიფო კომისია, რომელსაც გია დვალი უხელმძღვანელებს.

გია დვალმა 1985 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, 1992 წელს მოიპოვა ხარისხი თბილისშივე თეორიულ ფიზიკაში. ამჟამად არის ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი თეორიულ ფიზიკაში. 2001 წელს მიიღო ნიუ-იორკის მერის მიერ დაწესებული ჯილდო განსაკუთრებული მიღწევებისთვის მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში, რომელიც მას პირადად რუდოლფ ჯულიანიმ გადასცა. 2008 წელს კი მიიღო ჰუმბოლტის პროფესურა.

დღესდღეობით ითვლება მეცნიერულ ავტორიტეტად თეორიული ფიზიკის დარგში. ძირითადად მუშაობს ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკისგანხრით. მონაწილეობას იღებს დიდი ადრონული კოლაიდერის ექსპერიმენტში.