პორტუგალია ბიუჯეტის უმკაცრეს  სეკვესტრს ამზადებს

პორტუგალია ბიუჯეტის უმკაცრეს სეკვესტრს ამზადებს

BBC--ის ინფორმაციით, პორტუგალიის მთავრობამ 2013 წლის ბიუჯეტის შედეგების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. ეს არის ყველაზე მკაცრი ეკონომიკური რეფორმები ქვეყნის არსებობის ისტორიაში.

ფინანსთა მინისტრის ვიტორ გასპარის განცხადებით, გადასახადების რაოდენობა 13,2%-მდე გაიზრდება.

ევროკავშირის მოთხოვნის თანახმად, ისინი პორტუგალიას 78 მილიონი ევროს კრედიტს იმ შემთხვევაში გამოუყოფენ, თუ ქვეყანაში მკაცრი ეკონომიკური რეფორმები გატარდება და ბიუჯეტის დეფიციტი შემცირდება.

„ჩვენ არ გვაქვს მანევრირებისთვის სივრცე“,-ასეთი განცხადება გააკეთა პორტუგალიის ფინანსთა მინისტრმა და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება ბიუჯეტის სეკვესტრი, ქვეყანა შეიძლება დიქტატურის და კრახის გზას დაადგეს.

წუხელ მთელი ღამის განმავლობაში 2000 პორტუგალიელი მთავრობის სასახლის გადაწყვეტილებას აპროტესტებდა.