რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაიშლება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაიშლება

საქართველოს ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტრო სამომავლოდ დაიშლება.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ივანიშვილმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, სადაც მინისტრთა კაბინეტის დარჩენილი წევრები დაასახელა.

მისი თქმით, სამომავლოდ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაიშლება, ინფრასტრუქტურა შეურთდება ეკონომიკის სამინისტროს, ჩამოყალიბდება რეგიონული განვითარების სამსახური, რომელიც პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება.

ამის შემდეგ კი რეგიონული განვითარების მინისტრობის კანდიდატი დავით ნარმანია ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილედ დაინიშნება.