ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა  21 ოქტომბერს 13:00 საათზე გაიმართება

ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 21 ოქტომბერს 13:00 საათზე გაიმართება

ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ქუთაისში კვირას, 21 ოქტომბერს 13:00 საათისთვის გაიმართება. ამის შესახებ    პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს, მინისტრობის ახალი კანდიდატების დასახელების დროს განაცხადა.

ივანიშვილის განმარტებით, ამ საკითხზე ის პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატ დავით უსუფაშვილს უკვე ესაუბრა.

ამ საკითხებით უსუფაშვილი არის დაკავებული და მას უკვე ვესაუბრე. ბოლო დღეა კვირა. შაბათიც შეიძლებოდა, მაგრამ აღარ გავრისკეთ. წინასწარ რაც ვიცი, არის ის, რომ სხდომა კვირას, 13:00 საათზე უნდა დაინიშნოს", -განაცხადა ივანიშვილმა.