"თავისუფალი საქართველო” და „პენსიონერთა კავშირი” ახალ ხელისუფელბას მიმართავს და კომუნალური გადასახადების შემცირებას და 2008 წლის აგვისტოს ომით გამოწვეული ფორსმაჟორის შედეგად, წარმოშობილიო საბანკო ვალების გაყინვას სთხოვს.
მიმართვის წერილს From.geუცვლელად გთავაზობთ.
„თავისუფალი საქართველო” და „პენსიონერთა კავშირი” კიდევ ერთხელ ულოცავენ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში ბრწყინვალე გამარჯვებას და მის შემოქმედს ბატონ ბიძინა ივანიშვილს უსურვებენ წარმატებას ქვეყნის აღმშენებლობისა და წინსვლის საქმეში.
მივესალმებით ასევე „ქართული ოცნების“ ნოემბრის თვიდან პენსიონერთათვის პენსიის 160 ლარამდე, ხოლო იანვრიდან 220 ლარამდე გაზრდის ინიციატივას, რომელიც სერიოზული მხარდაჭერაა პენსიონერთა ღირსეული დაფასების გზაზე.
დღეს, როდესაც ადამიანთა მოძულე სააკაშვილის ხელისუფლება შეიცვალა, აუცილებელ პირობად მიგვაჩნია სააკაშვილის მიერ ხელოვნურად, მონოპოლისტურად გაზრდილი კომუნალური გადასახადების მკვეთრად შემცირება და გაყინულ იქნას ჩვენს მოქალაქეებზე რიცხული საბანკო ვალები, რომელიც წარმოიშვა 2008 წლის აგვისტოს ომით გამოწვეული ფორსმაჟორის შედეგად, კერძოდ:
1. საერთოდ გაუქმდეს დასუფთავების გადასახადი და ამ გადასახადების გადახდა მოხდეს საბიუჯეტო შემოსავლებიდან;
2. მოიხსნას წყლის მრიცხველების დამონტაჟების გადასახადი;
3. მოხდეს საბანკო ვალების გადავადება, ხოლო დარიცხული პროცენტები მოიხსნას, რათა დავიხსნათ ჩვენი ოჯახები ბინების დაკარგვისაგან.
ალექსანდრე შალამბერიძე -„თავისუფალი საქართველოს” გენერალური მდივანი; გულიკო ბედოიძე -„პენსიონერთა კავშირის” თავჯდომარე; ნინელი ჩახვაძე- „პენსიონერთა კავშირის“ სპიკერი“,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.