იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ წევრად ილონა თოდუა დაინიშნა. თოდუა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა დღეს წარადგინა.
ადმინისტრაციული კომიტეტის გადაწყვეტილებით, იუსტიციის საბჭოს წევრად მოსამართლე ილონა თოდუა დაინიშნა.
ილონა თოდუა 1977 წელს სოხუმში დაიბადა. 1999-2003 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტურაში. არის დოქტორანტი და მუშაობს სადისერტაციო თემაზე.
სამოსამართლეო საქმიანობის პარალელურად იგი ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობასაც.