სამხრეთ ოსეთი „ქართული ოცნებისგან“ ახალს არაფერს ელოდება

სამხრეთ ოსეთი „ქართული ოცნებისგან“ ახალს არაფერს ელოდება

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდგომ მომხდარ პოლიტიკურ ცვლილებებს ისევ აქტიურად განიხილავენ სამხრეთ ოსეთში და აცხადებენ, რომ ეს ცვლილებები საქართველოს შიდა პოლიტიკური საქმეა და ის სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკას არ შეეხება.

მედია ცენტრ „ირ“-ის დირექტორის ირინა გაგლოევას განცხადებით, ესინფორმაცია მათ აინტერესებთ იმ მხრივ,  შეიცვლება თუ არა სიტუაცია საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის.

„ვფიქრობ, რომ ხელისუფლებაში ახალი პოლიტიკური ძალის მოსვლის შემდეგ მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მოხდება, რადგან საქართველო კონცეპტუალურად ამისთვის მზად არ არის. ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და ჩვენი შიდაპოლიტიკური ურთიერთობები დამოუკიდებლად ვითარდება, ძირითადი აქცენტი კი რუსეთზე კეთდება. საქართველოს კი ამ საკითხზე სხვადასხვა შეხედულებები აქვს, ამდენად რაიმე ცვლილებას მე არ ველოდები.

კარგი იქნებოდა  ჯანმრთელი პრაგმატიზმი და რეალური შეფასება მოგვესმინა ქართული მხრიდან, თუმცა ჩემი აზრით, „ქართული ოცნება“ ახლო მომავალში ამ მიმართულებით ვერაფერ ახალს ვერ შემოგვთავაზებს“,-აცხადებს ექსპერტი.