"ოსკარების“ რიგით 85-ე დაჯილდოების ცერემოანიალზე შესაძლოა ქართველი რეჟისორების ფილმებიც ვიხილოთ. ამერიკის უმაღლესი კინოაკადემიის შესარჩევ ეტაპზე საერთაშორისო უცხოენოვანი ფილმების ნომინაციისთვის ორი ქართული ფილმია შერჩეული. რუსუდან ჭყონიას მხატვრული და ბესო ოდიშარიას დოკუმენტური ნამუშევარი.
ოსკარზე ნომინაციაში საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაში წარდგენილი ქართველი რეჟისორის გურამ ოდიშარიას დოკუმენტური ფილმი „რამინი“ კახეთის მასშტაბით ცნობილი 75 წლის ყვარლელი მწვრთნელისა და სპორტსმენის რამინ ლომსაძის ისტორიაზე მოგვითხრობს, რომელიც შესაძლოა მალე პლანეტის ყველაზე მასშტაბურ კინოშეკრებაზეც იხილონ.
რეჟისორისთვის ფილმის ასეთი წარმატება მოულოდნელი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ეს ფილმი თხუთმეტამდე ფესტივალზე უკვე წარდგენილი იყო და ხორვატიაში, უკრაინასა და პორტუგალიაში პრიზებიც მიიღო, თავდაპირველად ხუმრობადაც კი ჩათვალა. „ყვარელში მცხოვრები მარტოხელა ადამიანი ლოკალური ისტორია, დღეს ამერიკამდეც კი მივიდა. ვფიქრობ, წარმატების საიდუმლო თავად ამ ადამიანშია“-ამბობს რეჟისორი. ფილმი „რამინი“ ოსკარზე მისი მეორე რეჟისორის აუდრიოს სტონისის სამშობლომ ლიტვამ წარადგინა.
„ოსკარზე“ მოსახვედრად იბრძვის კიდევ ერთი ქართული ფილმი რუსუდან ჭყონიას მხატრვული დებიუტი „გაიღიმე“ რომელიც, წელს ოსკარზე წარსადგენად, ეროვნული კინოცენტრის მიერ შედგენილმა კომისიამ შეარჩია. ფილმი ცოტა ხნის წინ, ვენეციის კინოფესტივალის პარალელურ პროგრამაში “Venice Days” კონკურსში მონაწილეობდა. ვენეციაში წარმატებული პრემიერის შემდეგ ფილმი ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე ნახეს და გაქირავებაშიც იყო. პრემიერა თბილისში ახლო მომავალში გაიმართება და ფილმი კონოთეატრებში გავა.
ფილმი “KEEP SMILING ანუ გაიღიმეთ” წარმოადგენს საქართველოს საფრანგეთის და ლუქსემბურგის კოპროდუქციას. სცენარი ეროვნული კინოცენტრის 2010 წლის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კონკურსის გამარჯვებულია. ფილმი განხორციელებულია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
ფილმი მოგვითხრობს იმ დრამატული მოვლენების შესახებ, რომლებიც მრავალშვილიანი დედების სილამაზის კონკურსზე ვითარდება. ათი მრავალშვილიანი დედა, რომელთაგანაც ხუთი სოციალურად უაღრესად დაუცველ ფენას ეკუთვნის, ცდილობს მოიგოს მრავალშვლიანი დედების სილამაზიას კონკურსი, რომლის მთავარი პრიზი ბინა და 25 000 ამერიკული დოლარია.
ფილმში მონაწილეობენ: ია სუხიტაშილი, გია როინიშვილი, ოლგა ბაბლუანი, თამუნა ბუხნიკაშვილი, ნანა შონია, შორენა ბეგაშვილი, მაკა ჩიჩუა, ეკა ქართველიშვილი, ლელა მეტრეველი, ია ნინიძე, თორნიკე ბზიავა.
„ოსკარის“ 85-ე ცერემონიალის ნომინანტები 10 იანვარს გამოვლინდებიან.