კოალიცია

კოალიცია "არჩევნის თავისუფლებისთვის" და ექსპერტთა ჯგუფმა აუდიტის სამსახურის მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა

კოალიცია "არჩევნის თავისუფლებისთვის" და ექსპერტთა ჯგუფმა აუდიტის სამსახურის მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა. პროექტის ავტორები ირაკლი მელაშვილი, რევაზ საყევარიშვილი, ლევან ალაფიშვილი, მაგდა პოპიაშვილი და თამარ კორძაია არიან.

პროექტის ერთ-ერთი ავტორის, მაგდა პოპიაშვილის განცხადებით, ანგარიში აუდიტის სამსახურის საქმიანობას მას შემდეგ მოიცავს, რაც პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური შეიქმნა, რომელმაც პოლიტიკური პარტიების ფინანსების გაკონტროლება დაიწყო.

პოპიაშვილის თქმით, ანგარიში რამდენიმე მიმართულებას მოიცავს.

„პირველი, საერთაშორისო გამოცდილება და პრაქტიკაა, ანუ სხვა ქვეყნებში როგორ რეგულირდება ანალოგიური საქმიანობები და მოყვანილია სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები.

შემდეგი იურიდიული პირების დაჯარიმებებია , თუ როგორ ჯარიმდებოდა იურიდიული პირები და ამ დაჯარიმებებში რა დარღვევები გამოიკვეთა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან.

აქ კონკრეტულად, საქმეებია ჩამოთვლილი. მაგალითად, ქართული ფეხბურთის ქომაგის საქმე, ქართუ ჯგუფისა და ელიტა ბურჯის საქმე. ასე რომ, ეს საკმაოდ მრავალმხრივი და მოცულობითი ნაბიჯია.

გარდა ამისა, ანგარიშში მოყვანილია მედიაზე გავლენა. აქ თავისთავად ცხადია, "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" და "მაესტროს" ცნობილი და გახმაურებული სატელიტური ანტენების დაყადაღების საქმეები იგულისხმება.

ჩვენ ასევე ვერ გავექცეოდით, ფიზიკური პირების დაჯარიმების საქმეებსაც, რადგან პარტიების ფინანსურმა მონიტორინგის სამსახურმა პირველივე დღიდან ფიზიკური პირების დაბარება და მასობრივი დაკითხვებიდაიწყო.

ამ შემთხვევაში, ყურადღებას ვამახვილებთ ბიძინა გიორგობიანის დაჯარიმების საქმესა და ბანკ "ქართუს" თანამშრომელთა დაჯარიმების საქმეებზე.

მოტანილი გვაქვს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შემომწირველებთან დაკავშირებით არსებული მაგალითები. გახსოვთ, მათ შორის, საკმაოდ ბევრნი სოციალურად დაუცველნი და ის პირები იყვნენ, რომელთა ქონებაც იპოთეკითაა დატვირთული.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ვახდენთ ანალიზთა შედარებას აუდიტის სამსახურის ფინანსური მონიტორინგის სამსახური, რა შემთხვევაში, როგორ იქცეოდა.

ანგარიშში საუბარია კახა კალაძის გახმაურებულ საქმეზე, როდესაც ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა სრულიად უკანონოდ მიიღო გადაწყვეტილება მის დაჯარიმება და ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით.

ასე რომ, ეს ფიზიკური პირების მონიტორინგიც ნათლად ასახავს, თუ რა მდგომარეობაში იყვნენ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები და შემომწირველები და მეორეს მხრივ, რა მდგომარეობაში იყვნენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შემომწირველები", - განაცხადა პოპიაშვილმა.

მისი თქმითვე, ანგარიშში საუბარია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან მოსახლეობის შეხვედრებზე .

"ამ დორს გამოკვეთილი იყო კონკრეტული კანონის დარღვევის ფაქტები, თუმცა აუდიტის სამსახურს ამაზე რეაგირება არ მოუხდენია", - განაცხადა პოპიაშვილმა.

პოპიაშვილი აღნიშნავს, რომ ანგარიშის ბოლო ნაწილი ისევ მედიას , კონკრეტულად კი, გენერალური აუდიტორის ბრძანებას ეხება, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგებას ეხება.

"ამ დადგენილებით მედია პრაქტიკულად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ყველა სახის მედიას დაეკისრა ვალდებულება, რომ პოლიტიკური რეკლამების განთავსების შემთხვევაში, აუდიტის სამსახურისთვის წინასწარ უნდა ეცნობებინათ. მივიჩნევთ, რომ მთავარი აუდიტორის ეს ბრძანება კანონთან შეუსაბამო იყო, რადგან არც საარჩევნო კოდექსი და არც მაუწყებლობის შესახებ კანონი აუდიტის სამსახურს მედიის საქმიანობის ზედამხედველობის გამწევ ორგანოდ არ ცნობს. შესაბამისად, ეს ორივე კანონი დაირღვა", - განაცხადა პოპიაშვილმა.

მისი თქმით, მთელი მონიტორინგის ანალიზი საკმაოდ მოცულობითი, მრავალმხრივია და ძალიან კარგად ასახავს იმ ვითარებას, საარჩევნო სუბიექტებს თავიანთი საარჩევნო კამპანიის წარმართვა, თუ რა ვითარებაში უხდებოდათ, რამდენად იყო აუდიტის სამსახური თავისუფალი პოლიტიკური ნებისგან, იყო თუ არა ის დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებში და იკავებდა თუ არა რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის მხარეს და პოზიციას.

"ერთის მხრივ, ამ ანალიზის გაკეთება ემსახურება იმას, რეალურად წარმოჩნდეს თუ რა წინასაარჩევნო ვითარებაში უწევდათ პარტიებს საქმიანობა და მეორეს მხრივ, გამოავლინოს ის პრობლემები და ხარვეზები, რაც ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საქმიანობაში იყო, რადგან მომავალმა ხელისუფლებამ, რომელიც ცოტა ხანში გადაიბარებს ხელისუფლებას ეს პრობლემები გაითვალისწინოს და მის გამოსწორებას შეეცადოს", - განაცხადა