ბირთვული კატასტროფის წინააღმდეგ მიმართული  მასშტაბური ფლეშმობი ციურიხში(VIDEO)

ბირთვული კატასტროფის წინააღმდეგ მიმართული მასშტაბური ფლეშმობი ციურიხში(VIDEO)

ეკოლოგიური საფრთხეებისა და ატომური ელექტროსადგურების გამოყენების წინააღმდეგ მიმართულ ფლეშმობს ციურიხში ათასობით აქრივისტი შეუერთდა. ერთ ჩვეულებრივ სამუშაო დღეს  ქალაქის სხვადასხვა უბნებში, სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის ადამიანები, ერთროულად „დაიხოცნენ“. ისინი მოწყვეტით ეცემოდნენ მიწაზე და გარშემომყოფებში მიცვალებულების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, სინამდვილეში კი განასახიერებდნენ ბირთვული კატასტროფის პოტენციურ მსხვერპლებს. „ეს სერიოზული საფრთხეა და ამ პრობლების წინაშე შესაძლოა დედამიწა ძალიან მალე დადგეს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ კატასტროფის თავიდან ასაცილებდად“ -ფიქრობენ ფლეშმობის მონაწილეები.