მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია დღეს კონგრესს მართავს

მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია დღეს კონგრესს მართავს

საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია დღეს პრეზიდენტსა და მმართველ საბჭოს აირჩევს. კონგრესი დღეს გაიმართება, სადაც ასოციაციის განახლებული მიზნები და სამოქმედო გეგმა დამტკიცდება.

საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია 2010 წელს დაფუძნდა და მისი მთავარი მიზანი, კერძო მეწარმეების ინტერესების დაცვა და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნვაა, რათა არსებული კომპანიების გაფართოებისა და ახალი ბიზნეს პროექტების მეშვეობით ქვეყნის ეკონომიკა განვითარდეს. ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში სწორი პოლიტიკის პირობებში შესაძლებელი იქნება მთლიანი შიდა პროდუქტის გაორმაგება და განვითარების მაღალი ტემპების მიღწევა.