საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსული დეპუტატები ფრაქციას აყალიბებენ

საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსული დეპუტატები ფრაქციას აყალიბებენ

თბილისის საკრებულოში  ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ 2-მა დეპუტატმა დატოვა,  „ნაცმოძრაობის“ რიგებიდან  გიორგი ნემსაძე და მერაბ რაფავა წავიდნენ.  საპარლამენტო არჩევნებამდე „ნაცმოძრაობა” კიდევ ორმა დეპუტატმა  მიხეილ ქავთარაძემ და ირაკლი შიხიაშვილმა დატოვეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, საკრებულოს  ოთხი წევრი ახლა ცალკე ფრაქციის ფორმირებისთვის ემზადება.

 მმართველი პარტიის ყოფილი დეპუტატები საკრებულოში დღეს 11:00 საათისთვის სპეციალურ ბრიფინგს გამართავენ.  საკრებულოს უმრავლესობიდან წამოსული დეპუტატები მხარდაჭერას „ქართულ ოცნებას“  უცხადებენ.