ბარბადოსელი შემსრულებელი რიანას შემდეგი ეპატაჟური სვლა, მარიხუანას დაუფარავად მოწევა, სკანდალური კლიპი და ახალი ალბომის გარეკანზე ნახევრადშიშველი გამოჩენაა.
იმისათვის, რომ პოპ სცენის ყველაზე ექსტავაგანტული თანამედროვე მომღრეალი ლედი გაგა დაჩრდილოს, რიანა ყველაფერს აკეთებს. მაგალითად, პოზირებს სრულიად შიშველი და ფოტო ალბომის გარეკანზეც კი გამოაქვს. შიშველი რიანას სხეული გადაფარულია წარწერებით „ბედი“, „ბედნიერება“, „გამარჯვება“და ა.შ.
ახალ რიგით მეშვიდე სტუდიურ ალბომი ოფიციალურად ნოემბრის თვეში გამოვიდა. მისი სახელწოდებაა "UNAPOLOGETIC"! როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ რიანას ეს ალბომი ნამდვილად თამამი ნამუშევარი იქნება, რომელიც მის გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ დაარწმუნებს ბარბადოსელი გოგონას ნიჭიერებასა და შრომისმოყვარეობაში.