ირაკლი ღარიბაშვილი ეკა ზღულაძეს დღეს შეხვდება

ირაკლი ღარიბაშვილი ეკა ზღულაძეს დღეს შეხვდება

შს მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ეკა ზღულაძეს დღეს შეხვდება . კოალიცია "ქართული ოცნების" ინფორმაციით,  შეხვედრა შს სამინისტროში  12.00 საათისთვის არის დაგეგმილი.

„ჩემი წარმომადგენლები დაუკავშირდნენ მოქმედი მინისტრის მოადგილეს, ბატონ ხიზანიშვილს. 12:00 საათზე მოქმედ მინისტრს, ეკა ზღულაძეს შევხვდები", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში  ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღევანდელი შევხედრა გაცნობითი  ხასიათის იქნება.

შეგახსენებთ, ასეთივე შეხვედრები უკვე გამართეს მინისტრობის სხვა კანდიდატებმაც. კერძოდ - თეა წულუკიანმა, სოზარ სუბარმა, ლევან ყიფიანმა,  ამირან გამყრელიძემ, გურამ ოდიშარიამ.