თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი, ირაკლი ალასანია ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცის მინდია აბაშიძის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ავღანეთში დაღუპული მინდია აბაშიძის გამო. სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის, მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური, კაპრალი აბაშიძე ავაღანეთში ჩვენი სამშობლოს, ჩვენი შვილების სტაბილური და მშვიდობინი მომავლისთვის იბრძოდა. უსამძიმრებ დაღუპულის ოჯახს და თანამებრძოლებს“,- აცხდებს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ალასანია