საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში საბრძოლო ამოცანის შესრულებისას კაპრალ მინდია აბაშიძის გარდაცვალების გამო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს და უთანაგრძნობს მის ახლობლებსა და თანამებრძოლებს.
მინდია აბაშიძე სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო და ავღანეთის სამშვიდობო მისიაში 2010-11 წლებშიც მონაწილეობდა.