საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი მაია ფანჯიკიძე დღეს საფრანგეთის, ისრაელისა და ევროკავშირის ელჩებს შეხვდა.
ფანჯიკიძის განცხადებით, შეხვედრები გაცნობით ხასიათს ატარებდა და დიპლომატების ინიციატივით შედგა.
„ჩვენი შეხვედრები ატარებდა გაცნობით ხასიათს, ელჩებთან ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის მიმდინარე ურთიერთობებზე და იმ ვიზიტებზე, რომლებიც მომავალ კვირას არის დაგეგმილი“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.