ვიცე-სპიკერობისა და სამგორში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საქართველოს საგარეო კურსის ძირითადი მიმართულება ევროპასა და ნატოში ინტეგრაციაა.
ხოლო, რაც შეეხება, კონფლიქტების დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხებს, აბაშიძის თქმით, ამ თვალსაზრისით ახალი ფანჯარა გაიხსნება.
ვიცე-სპიკერობისა და სამგორში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს for.ge -ის პრესკლუბში ისაუბრა.
აბაშიძე ამბობს, რომ ახალი პარლამენტის დამტკიცების შემდეგ, კონფლიქტების მოგვარების საკითხში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება.
„ჟენევის მოლაპარაკებები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. სწორედ ამიტომ მოლაპარაკებებს ჩვენი მხრიდან პაატა ზაქარეიშვილი და გია ვოლსკი ესწრებიან. მათი ჩამოსვლის შემდეგ გადაწყდება, თუ რა ფორმატში გაგრძელდება მოლაპარაკებები. ახალი პარლამენტის დამტკიცების შემდეგ, კონფლიქტების მოგვარების საკითხში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება. სააკაშვილის დროს საერთოდ შეწყვეტილი დიალოგი აუცილებლად იქნება“, - განაცხადა აბაშიძემ.