ქართული ინტერნეტფორმების მიმოხილვა - ქართველები და სისხლისმსმელი კაპიტალისტები

ქართული ინტერნეტფორმების მიმოხილვა - ქართველები და სისხლისმსმელი კაპიტალისტები

როდესაც გარსია ლორკა სიკვდილით დასაჯეს, ჯალათები დათვრნენ და მის ლექსებს მღეროდნენ... მათ არ იცოდნენ, ვინ მოკლეს. ქართველი ერი ასეთ "უნებლიე" შეცდომებს არ უშვებს... მან "ზუსტად" იცოდა, რომ წიწამურთან ილიას ჰკლავდა!

 

"ზუსტად" იცოდა, რომ ”წმინდა ნინოს” ლაზარეთში ვაჟა-ფშაველა მათხოვარივით ცარიელი საფულით, უპოვარივით მარტო ხვდებოდა სიკვდილს... "ზუსტად" იცოდა, რომ აკაკიმ "არაბი ფაშა" "დროებას" მანეთად მხოლოდ იმიტომ მიჰყიდა, რომ დიდი ხნის მშიერი იყო... ძეგლების დადგმა, მთაწმინდაზე ტაატით ასვენება და წმინდანად შერაცხვა მერე იწყება, მერე და მას შემდეგ, რაც გადაფასებით ვაზუსტებთ სიმართლეს, იმ სიმართლეს, რომელიც აწმყოში ვერ დავინახეთ, ვერ გავიაზრეთ, ვერ შევაფასეთ.

 

ქართულ ინტერნეტფორუმებს ბოლო დროს პატრიოტულ, ნახევრად გულისგამაწვრილებელი პათოსი შეეპარა, თუმცა აქამდე უარესი ამბებიც მომხდარა...

 

licemer: “თითქოს მათ გარდაცვალებასთან ერთად "ვიბადებით"!

ვიბადებით, როგორც ერი, როგორც რასა, როგორც ინდივიდთა ერთობა...

მანამდე კი, მანამდე კი მხოლოდ მასა ვართ, რომელიც შეგუებულია იმ აზრს, რომ ათასების ნაცვლად ერთმა უნდა იტვირთოს, ერთს უნდა სტკიოდეს, ერთი უნდა იბრძოდეს და ბოლოს სწორედ ის ერთი უნდა გავაკრათ ჯვარს!.. @ელგა ფოლადიშვილი

 

ეტყობა რთულია მიშას პიროვნების ბოლომდე შეცნობა, მისი ფენომენის წვდომა. ცოტა ხნის წინ ორი თემა გავხსენი, სადაც ვამბობდი, რომ მიშა დროული პოლიტიკური ფენომენია, და, რომ მან ახალი გზა გაჭრა ქართულ ცნობიერებაში, მაგრამ ბევრმა უზერმა ვერ გაიგო თუ რისი თქმა მინდოდა. ასეა ეს, ჩვენი მთავარი პრობლემა ჩვენს მენტალობაში უნდა ვეძებოთ, რომელსაც კიდევ დიდხანს დასჭირდება სისტემატური გაწმენდა იმ ბალასტისაგან, რაც ღრმად არის გამჯდარი ჩვენს ცნობიერებაში .

 

უცნაური ხალხი ვართ, ჩვენი ფსიქიკა დემოკრატიას ვერ ისიგრძეგანებს. ეს არ გვინდა, ის არ გვინდა, მაგრამ რა გვინდა, ზუსტად არ ვიცით - უფრო სწორედ ვიცით, მაგრამ არ ვცნობთ სექსუალური უმცირესობების უფლებებს, არ ვცნობთ სხვა რელიგიებისა თუ სექტების უფლებებს და ა. შ.”

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიშას გადადგმული ნაბიჯები - ეს ცნობიერების ის ხაზია, რომლის უკიდურესად აქტუალური სასიცოცხლო მნიშვნელობა ქართველებმა ჯერ ვერ გავაცნობიერეთ. ცუდადაა საქმე...

ტერაქტი ვლადიკავკაზში, და ჩვენი დამოკიდებულება

 

karlos: “მინდა ვთქვა რომ მეწყინა და ვუზიარებ იმ ოჯახებს ვინც დაკარგა უსაყვარსელი ადამიანი... საშინელებაა როდესაც ოჯახის წევრს მოგიკლავენ და ამას აკეთებს ისლამისტი მხეცი, რომელმაც სიცოცხლის და ადამიანის ფასი საერთოდ არ იცის... ძალიან მინდა რომ მეწყინოს... მაგრამ ვერ მოვატყუებ საკუთარ თავს და ვერ მოგატყუებთ თქვენც ჩემო ფორუმელო მეგობრებო.

 

არ მეწყინა! პირიქით, ეს ამბავი რომ გავიგე ჩემს გულს რაღაც სასიამოვნო, თბილი გრძნობა მოეფინა, ისეთივე გრძნობა როდესაც ბავშვობაში შოკოლადს ან ნაყინს მჩუქნიდნენ და თვალები ამენთებოდა სიხარულისგან. ახლაც ტელევიზორს ამ სიხარულისგან ანთებული თვალებით ვუყურებ და გულში გავიძახი - ეს ერთი და სხვა მრავალი! არა არა ვარ არც ფაშისტი და არც რადიკალი.

 

ჩემს ძარღვებში მეგრული და აფხაზური სისხლი ჩქეფს, უბრალო ამაყი ქართველი ვარ, არა ვარ ბოროტი ადამიანი, მაგრამ ეს ტრაგედია რატომღაც ძალიან მახარებს, იმაზე მეტად მახარებს როდესაც ღრუსეთი იწვოდა ამ ზაფხულს”

 

ამ ტერაქტის კადრებს რომ ვუყურებ, მახსენდება იმ გოგოს ცრემლები რომელიც ოსმა სეპარატისტებმა გააუპატიურეს, იმ ხალხის ტირილი ვისაც 2008-ში სახლი დაუწვეს, პირუტყვი ჩამოართვეს, სცემეს, აწამეს, გააუპატიურეს და ტელევიზიაში ამაყად "ლეზგინკა"-ს ცეკვავდენ.

 

ამასობაში საქართველოში დაბრუნდა ძველი დროს. ქუთაისში პოლიციელები კვლავ ჯაჯგურობენ...

 

apache:” ”სამსახურის წინ ჩემს თანამშრომელს უცდიდა მისი ძმა და სკამზე იჯდა რა (ბაღის კიდე ქუთისის ცენტრალური ბაღი) და გამოიარა 2 ახალგაზრდამ და ამ ბიჭს ეკითხება:

- ბიჭო რაზე ხარ ნასამართლებიო

და ამ ბიჭმაც კითხვას ადეკვატურად უპასუხა

- პრეზიდენტის მკვლელობაზეო

და იმათმა ატეხეს წიოკი რას გვეკაიფები შენი დედამოვტ…  და ასე შემდეგ მოკლედ გაწევ გამოწევა რო გავიდა მერე ჩვენი ორგანოში ნამუშევარი თანამშრომლები ჩაერთნენ და იმათმა დააწყნარა სიტუაცია და ეს ბიჭიც გადაარჩინა ხულიგნობის ბრალდებას, ასეთი ფაქტები მოხშირდა და რატო ცდილობენ ასე წამოკიდებას ხალხისას? მანდაც რამე გეგმებიაა?

ქუთაისის მე-2 რაიონის პოლიციელები იყვნენ ამ დღეში”

 

მალე სიტუაცია კონტროლს აღარ დაექვემდებარება. ეს პოლიციური სახელმწიფოობანას თამაში მუდამ ტრაგიკულად სრულდება(როგორც გარეული ცხოველის ყოლა სახლში.

 

რა უნდა ვარძელაშვილს იაპონიაში? ბიჭმა “პაეზდკა” გაირტყა...

 

kodeqsi: “მთავრობის მიერ “ქამრების შემოჭერის მიშპიარპოლიტიკა” წარმატებით მიმდინარეობს მიშსახელობის (ლენინის სახელობის) ნაცდვიჟენიურ (საბჭოთა) უწყებებსა (კოლმეურნეობებსა) და დაწესებულებებში (მეურნეობებში)...

 

ეხლა ეს “ლიჩნად” რომ არ ჩათრეულიყო საქმის დიდ მიშგამრჩევად, ისე ვერ დადგინდებოდა ჩვენი სპორტული დელეგაციის იაღლიშის მიზეზები რა... 21-საუკუნეა გარეთ თუ მიშბნელეთის და თვალში ნაცრის შეყრის ეპოქაა, ვეღარ გაიგებ რა... კომუნიკაციის ამდენი საშუალებები არსებობს, ბოლო-ბოლო რამდენიმე დღეში ბრუნდება მთელი დელეგაცია უკან და გაირკვევა რა და როგორ, თუ ეს ნაცვოჟაკი იქ ჩაფრენით მედალს დაგვითრევს თუ რა?D მათხოვარი მიშჩინოვნიკისთვის კაი “პაეზდკის” გარტყმაც ამას ნიშნავს...”

 

წავა, დარჩება ცოტა ხანი, თან საქმეში ჩაეთვლება, როგორ გულთან ახლოს მიიტანაო...

 

როგორც ნავარაუდევი იყო, სწავლებლების შემცირება დაიწყო...

 

jjj: “ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში, რომ არ ჩამეთვალოს, კონკრეტულ ფაქტს ვიტყვი: მუხიანის 175-ე სკოლაში გაანთავისუფლეს 40-მდე მასწავლებელი.

ეს ხმები არჩევნებამდეც "დადიოდა", რომ პედაგოგების შემცირება იგეგმებოდა სკოლებში, მე თვითონ მაქვს მოსმენილი შაშკინის პასუხი, რომ არაფერი ამის მსგავსი არ იგეგმებოდა და ეს იყო "მორიგი ჭორი."

 

ეხლა სულ არ მინდა ამას რამე პოლიტიკური ელფერი მიეცეს, კონკრეტულად ჩემი გაჭირვება მაქვს (ჩემს ახლობელს შეეხო, 3 შვილის დედას), მაგრამ მაინტერესებს პირველ რიგში ხელისუფლების წარმომადგენლებისგან (მომხრეებისგან), როგორ უნდა მოვიქცე? სად და როგორ გავაპროტესტო? "შაშკინს უმალავენ?"  ასევე ოპოზიციაც მინდა გამოეხმაუროს ამ ამბავს, არჩევნებამდე მათაც გული ქონდათ ანთებული ხალხის ბედით და უბედობით. ნუ, ერთი სკოლიდან რომ 40 კაცს აგდებენ ეს ფაქტია, რომ სხვა სკოლებშიც მოხდებოდა”

 

და თქვენ ეჭვი გეპარებათ, რომ "ჩვენი პრიორიტეტია დასაქმება?!"

 

ერთიც ვნახოთ რუსეთი გავიდა აფხაზეთიდან... საბედნიეროდ, ოცნება დღგ-თი არ იბეგრება...

 

hermann1986: “წარმოიდგინე, 100 000$ იანი ბინა აიღე კრედიტში და უკვე გადახდილი გაქვს 90 000$ როგორ ვალებშიც არ უნდა გადავარდე რაც არ უნდა მოხდეს ხომ მაინც გადაიხდი ბოლომდე და დაითრევ ოცნების ბინას? იგივე ხდება ამ შემთხვევაშიც ... სამწუხაროდ ბოლო 20 წლის განმავლობაში რუსებმა დიდი ინვესტიცია ჩადეს ამ მიწებში და ასე ადვილად არავინ დააბრუნებს - სულ რომ დაიშალოს, რუსეთში მაინც გამოინახება გენერლების გაერთიანება, რომლებიც არ დათმობენ ძალით წართმეულს...

 

თან არ უნდა დაგვავიწყდეს ეს ჩვენ გვახსოვს და ვიმეორებთ, რომ აფხაზეთი ჩვენია... რუსეთი უკვე თაობა გამოიცვალა სხვა აზროვნებით. მაგ მიწას უკვე დიდი ხანია თავისად თვლიან და ძნელი იქნება გადარწმუნება. მარტო ის 5 დღიანი ომი დაუჯდა რუსეთს 30 მილიარდამდე პირდაპირი ზარალის და გადინებული ინვესტიციების სახით. მანამდე 20 წელი ინახავდნენ ,”დარმაედებს”. ეხლა დავფიქრდეთ, ჩვენ რა უნდა შევთავაზოთ ისეთი, ან თუნდაც ამერიკამ, როგორც მინიმუმ 30 მილიარდის, რომ რუსეთმა ცდუნებას ვერ გაუძლოს დათმოს პოზიციები, უარი თქვას მთლიანად რეგიონზე... ოცნებას ნუ მივეცემით. რაც დასაკარგი იყო დაიკარგა... მთავარია ის რაც გვაქვს იმას მოუაროთ ადამიანურად და შეცდომები არ გავიმეოროთ”

 

რუსეთს რო ჭკუა ჰქონდეს, ნომერ პირველი მოკავშირე იქნებოდა საქართველო.

უკრაინაზე, ბელორისიაზე და ყაზახეთზე უფრო ერთგული მაგრაამ “იძიოტები” არიან.

 

რაც ჩვენ 15 წლის წინ გავიარეთ, ყორიფელს თურმე დღეს ნახავთ პარიზში

 

ვეშაპო: “პარიზში ზედ ელისეს მინდვრებზე (ე.წ. შონზელიზეზე) ბევრგან ნახავ 3 ჭიქით მოთამაშე თაღლითებს. აი იმათ, ჭიკებში რომ პატარა ბურთს მალავენ და მერე რომ გეუბნებიან, გამეიცანი რომელშიაო. ჩემს თვალწინ დააგოიმეს ახალგაზრდა ქალი. ჯერ მოაგებინეს რამოდენიმეჯერ, მერე ამან წასვლა დააპირა და გვერდზე ვითამ მაყურებელი ედგა, იმან შეაბა, მეც დავამატებ ფულსო, და კიდო ითამაშეო და წააგო ამ ქალმაც. მერე აყალმაყალი ატყდასავით და გვერდიდან ერთმა დაიძახა, პოლიცია მოდისო და ეგრევე გაშპნენ. დატოვეს ეს ქალი გაოგნებული.

 

გახსოვთ ჩვენთან? მერე მე ეიფელის კოშკის მიდამოებში ვსეირნობდი, მოვიდა ციგნის ქალი და პაპიროსი მინდაო, კოლოფი გავუშვირე და ამოიღო, უცებ დავინახე მეორეც მოდის, მეც მინდაო, იმასაც გავუშვირე, მერე მესამე მოვიდა და იმასაც რომ გავუშვირე, დაავლო ხელი და ათიოდე ღერი ამაცალა”

 

რა ცუდია ეს პირსისხლიანი ევროპა… დედა არ იციან, მამა არ იციან... სისხლისხელებიანი კაპიტალისტები!