ხონში გიორგი  ვაშაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

ხონში გიორგი ვაშაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

ხონში "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს გიორგი ვაშაძეს, იმედისა და  „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტ ედიშერ მუშკუდიანს  ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამ განცხადებას ტელეკომპანია „რუსთავი2“ ავრცელებს.

 ხმაური და დაპირისპირება ხონის საოლქო საარჩევნო კომისიასთან მას შემდეგ დაიწყო, რაც კომისიამ ოლქის შედეგების გაბათილების შესახებ "ქართული ოცნების" მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. 
"ეს არის პირდაპირი ზეწოლა და იგივე ხდებოდა საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზეც. მე ვარ "ნაციონალური მოძრაობის" ოფიციალური წარმომადგენელი და დარწმუნებული ვარ, ყველა ადამიანი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. საუბარია მხოლოდ კანონზე. ეს არეულობა კი მხოლოდ ფსიქოლოგიური ზეწოლის ნაწილია", - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.