„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა ოპოზიციური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციას. როგორც მაჭარაშვილმა განმარტა, საქართველოს დელეგაციის ავტორობით რეზოლუციაში სიმართლე ჩაიწერა, საუბარი იყო ტერიტორიულ მთლიანობაზე, რასაც ქართული დელეგაციის მხრიდან ექნებოდა მხარდაჭერა, თუმცა, საქართველოს დელეგაციის მხრიდან მხარდაჭერა ვერ ექნებოდა ჯო უილსონის არასწორ, არასამართლიან და წინააღმდეგობრივ წინადადებებს.
„რეზოლუცია რეზოლუციად, მაგრამ ეუთო/ოდირი და მისი გენერალური მდივანი წერტილს სვამს არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. რეზოლუციები, რეზოლუციაში ცვლილებები და ა.შ. ისტორიას მათ სამარცხვინოდ დარჩება, მაგრამ ჩვენ და ქართველი ხალხის სასიკეთოდ დარჩება ეუთო/ოდირის დასკვნა, ეუთო-ს გენერალური მდივნის განცხადება არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
„ქართული ოცნება“: „ნეტგაზეთი“/„ბათუმელები“ ავრცელებს დეზინფორმაციას - დელეგაციას მხარი არ დაუჭერია რეზოლუციისთვის, რომელშიც ჯო ვილსონის შესწორებები შევიდა.