„ქართული ოცნება“: „ნეტგაზეთი“/„ბათუმელები“ ავრცელებს დეზინფორმაციას - დელეგაციას მხარი არ დაუჭერია რეზოლუციისთვის, რომელშიც ჯო ვილსონის შესწორებები შევიდა

„ქართული ოცნება“: „ნეტგაზეთი“/„ბათუმელები“ ავრცელებს დეზინფორმაციას - დელეგაციას მხარი არ დაუჭერია რეზოლუციისთვის, რომელშიც ჯო ვილსონის შესწორებები შევიდა

„ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტის Facebook-გვერდი „სინამდვილეში“, „ნეტგაზეთსა“ და „ბათუმელებს“ დეზინფორმაციის ტირაჟირებაში ამხელს.

„ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროპაგანდისტული „ნეტგაზეთი/ბათუმელები“ ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს საქართველოს დელეგაციამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელშიც ჯო უილსონის მოთხოვნით ძალადობრივ აქციებზე დაკავებულების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩატარება ჩაიწერა“, - წერს „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტის Facebook-გვერდი „სინამდვილეში“.

შეგახსენებთ, რომ ეუთოს საპარლამენტი ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას ქართულმა დელეგაციამ მხარი არ დაუჭირა.