ლევან მახაშვილი: ჯო უილსონმა მისი მხარდამჭერების დახმარებით მაინც შეაპარა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციაში მცირე ჩანაწერი, რომელიც ეხება საქართველოში ახალი არჩევნების საკითხს, რის გამოც მხარი არ დავუჭირეთ

ლევან მახაშვილი: ჯო უილსონმა მისი მხარდამჭერების დახმარებით მაინც შეაპარა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციაში მცირე ჩანაწერი, რომელიც ეხება საქართველოში ახალი არჩევნების საკითხს, რის გამოც მხარი არ დავუჭირეთ

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე იმყოფება, „ქრონიკასთან“ ოპოზიციური მედიის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება, თითქოს, ქართულმა მხარემ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა.

„საზოგადოებამ გასული დღეების განმავლობაში ნახა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დროს, რომ საქართველოს დელეგაცია სიტყვასიტყვით მიჰყვებოდა კონკრეტული ფაქტების მოყვანით და საფუძველზე თითოეულ იმ ჩანაწერს, რომელიც ეხებოდა საქართველოს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით საქართველოს ეროვნული ინტერესები ყოფილიყო ასახული მათ შორის თუნდაც სირიის ნაწილში და ეს იყო ჩვენი მთავარი ძალისხმევა ბოლო დღეების განმავლობაში.

სამწუხაროდ ჯო უილსონმა მისი მხარდამჭერების დახმარებით მაინც შეაპარა პროცესში მცირე ჩანაწერი, რომელიც ეხება საქართველოში ახალი არჩევნების საკითხს. ჩვენმა დელეგაციამ წინააღმდეგ მისცა ხმა და სხვებსაც მოვუწოდეთ, რომ სამწუხაროდ სხვა ძალიან კარგი, დადებითი ჩანაწერების მიუხედავად, მხარი არ დაეჭირათ საბოლოო რეზოლუციისთვის სწორედ ამ კონკრეტული ჩანაწერის გამო“, - აღნიშნა მახაშვილმა.