შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: ქართველი ხალხი ამ პარტიებს მანდატს არასდროს მისცემს - მათ საკუთარ თავს გამოუტანეს განაჩენი მაშინ, როდესაც ხელი მოაწერეს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ უცხო ძალების ინტერესის გატარებას

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: ქართველი ხალხი ამ პარტიებს მანდატს არასდროს მისცემს - მათ საკუთარ თავს გამოუტანეს განაჩენი მაშინ, როდესაც ხელი მოაწერეს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ უცხო ძალების ინტერესის გატარებას

კვირები დარჩა სანამ წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად გამოცხადდება. ჩვენ ვემზადებით არჩევნებისთვის. ანტიქართული ოპოზიცია რამდენად ჩაერთვება არჩევნებში - ეს მათი პრობლემაა, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, ქართველი ხალხი ანტიქართულ პარტიებს მანდატს არასდროს მისცემს.

„ეს არის უკვე გაცხადებულად ანტიქართული პოლიტიკური ჯგუფები და არც მათი მონაწილეობით მოემატება რამე ამ ყველაფერს და არც მათი არ მონაწილეობით დააკლდება საერთოდ რამე არჩევნებს. ქართველი ხალხი რომ ამ პარტიებს მანდატს არასდროს არ მისცემს, ეს ჩანს თუნდაც მათი ქცევიდან. ვისზე დადო ფსონი იმ ე.წ ევროპამ, რომელშიც აღარაფერი ევროპული აღარ არის და რომელი ქვეყნის ელჩები იყვნენ ჩართული პირდაპირ იმისთვის, რომ მოეყვანათ ხელისუფლებაში ვინ - სააკაშვილი და მისი ხელის პოლიტიკოსები, თაღლითები, ადამიანები რომლებიც დემოკრატიას არ აღიარებენ. შემდეგ გამოდიან ეს უცხოელი ელჩები თუ პოლიტიკოსები და გველაპარაკებიან ღირებულებებზე? აბსოლუტურად ღირებულებებისგან დაცლილი პოლიტიკური ჯგუფები ჰყავთ ფავორიტებად ამორჩეული. ასე რომ მათ საკუთარ თავს გამოუტანეს განაჩენი მაშინ, როდესაც ხელი მოაწერეს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ უცხო ძალების ინტერესის გატარებას, მაშინ დაღუპეს თავი როგორც ქართველებმა, მაშინ დაღუპეს თავი როგორც პოლიტიკოსებმა, როდესაც დადგნენ ამ გზაზე. ხან ერთ ქვეყანაში სხედან, ხან მეორეში , ვინმე გინახავთ რეგიონში რომ ჩადიოდეს, რაიმე აქტივობა რომ ჰქონდეს? ერთადერთი სადაც დადიან, ესაა საზღვარგარეთ, იმისთვის რომ მიიღონ ინსტრუქცია და დაბრუნდნენ ამ ინსტრუქციის შესასრულებლად“, - აცხადებს პაპუაშვილი.

კითხვაზე - ოპოზიციაში დაპირისპირება სადამდე შეიძლება მივიდეს და შეძლებს თუ არა ოპოზიციური სპექტრი ერთ პოზიციაზე შეჩერებას - პარლამენტის თავმჯდომარემ ასე უპასუხა:

„რაც შეეხება ბულინგს, ეს მათ შიდა პრობლემაა. საკითხი არის მარტივად: არიან მარიონეტი ფიგურები, რომლებიც რომელიც სრულად იმართებიან გარედან. მათ უნდათ, რომ საქართველოს საკითხები გადაწყდეს სხვა დედაქალაქებში და სხვა ქვეყნებში. ოფიციალურად გვეუბნებიან, იქნებ ვიღაცამ რაკეტა გვესროლოსო და დაგვბომბოსო; გახსოვთ ხომ ტორესა მოსი, რომელიც ამაზე საუბრობდა, იქნებ ერთი რაკეტა ზუსტი დამიზნებით მოახვედრონ რამენაირად რუსთაველს და ამობუგონ აქაურობა და ეშველებაო. ვხედავთ, რომ სიძულვილის გარემოს წაქეზება და დაფინანსება ხდება ევროკავშირის ბიუჯეტიდან იმისთვის რომ შექმნა სწორედ ასეთი მდგომარეობა. მისცემენ მილიონებს, მილიონის დახარჯავენ მისცემენ თეთრებს და ამ თეთრებისთვისაც კი მზად იქნებიან რომ შეასრულონ დავალებები“.

ამასთან, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად პარტია „ლელო“ უცხოეთიდან მიიღებს 15 მილიონი დოლარის დაფინანსებას.

„მეც მედიიდან მაქვს ეს ინფორმაცია, მაგრამ ფაქტია, რომ იქნება ეს დაფინანსება თუ პოლიტიკური მხარდაჭერა, სრულად ჩამოკიდებული არიან უცხო ძალებზე. ეს ხომ ვნახეთ ჩვენ საპარლამენტო არჩევნების დროს, როდესაც ბოლოს ელჩებიც კი ჩაერთნენ ოღონდ რაღაცნაირად მიეღწიათ იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოეყვანათ ანტიქართული ძალები. ასე რომ, არც 15 მილიონი უშველის და არც 115 მილიონი, როდესაც გვაქვს საქმე ანტიქართულ მოძრაობასთან. როგორ შეიძლება საქართველოში გაიმარჯვოს ანტიქართულმა ჯგუფებმა, ეს გამორიცხულია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.