„შინდლერის სიის“ ვარსკვლავი „ელენის შოუში“ ხალათით გამოცხადდა და შხაპიც მიიღო (VIDEO)

„შინდლერის სიის“ ვარსკვლავი „ელენის შოუში“ ხალათით გამოცხადდა და შხაპიც მიიღო (VIDEO)

 60 წლის ირლანდიელი მსახიობი ლიამ ნისონი „ელენის შოუში“ გაშიშვლდა. ის ყველასთვის მოულოდნელად, მაყურებლის წინაშე ვარდისფერი  ხალათითა და ტრუსებით გამოვიდა. ამ შოკით არ დაკმაყოფილდა და შოუში შხაპიც კი, მიიღო.

„სინამდვილეში მას სულაც არ უყვარს ვარდისფერი და საერთოდაც ტრუსებითა და ხალათით საზოგადოებაში იშვიათად დადის“-ამბობს მსახიობის მეგობარი, რომელიც ამ შოუს ესწრებოდა.

საქმე იმაშია, რომ ლეამი „ელენის შოუს“ დახმარებით მონაწილეობას იღებდა საქველმოქმედო აქციაში, რომელიც კიბოს წინააღმდეგ ბრძოლასა და ამ სენით დაავადებულთათვის ფინანსურ დახმარებასა გულისხმობს.

შეგახსენებთ, ლიამ ნისონი არის ოსკაროსანი მსახიობი. ცნობილი სტივენ სპილბერგის ფილმიდან „შინდლერის სია“. 1993 წელს ნისონმა ამ ფილმში გერმანელი კომერსანტის როლის შესრულებით „ოსკარი“ და „ოქროს გლობუსი“ მიიღო.