დავით ლილუაშვილი: სააკაშვილი და „ნაცმოძრაობის

დავით ლილუაშვილი: სააკაშვილი და „ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები დემოკრატიული იმიჯის მორგებას ცდილობენ

კოალიცია „ჩვენი უფლებებისათვის" მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ბოლო დროინდელი განცხადებებით დემოკრატიული იმიჯის მორგებას ცდილობენ.

როგორც კოალიციის თავმჯდომარე დავით ლილუაშვილი აცხადებს, თუ როგორი „დემოკრატია" სააკაშვილი, როგორ „დემოკრატიულ" ძალას წარმოადგენს "ნაციონალური მოძრაობა", ან როგორ პატივს სცემენ ხალხის ნებას, ეს 9 წლის მანძილზე,  საქართველოს მოსახლეობამ საკუთარ თავზე გამოსცადა.

„ხალხის მიმართ "ნაციონალების" და მათი ბელადის "პატივისცემა"  მრავალი პოლიტიკური რეპრესიით, ასამდე დახვრეტილი ახალგაზრდით, ასზე მეტი პოლტპატიმარით, ათასობით უკანონო პატიმარით, საკუთრება ჩამორთმეული მესაკუთრეებით, დევნილების ხელმეორედ დევნით, ბიზნესმენების ბიზნესის წართმევით, მრავალი გაყალბებული არჩევნებით, ხელისუფლების უზურპაციით, 7 ნოემრისა და 26 მაისის მოწყობით გამოიხატა", - განაცხადა ლილუაშვილმა და დასძინა, რომ სააკაშვილი საერთაშორისო საზოგადოებას ვეღარ მოატყუებს.

მისივე განმარტებით, ხალხმა მისი ავტორიტარული რეჟიმის ბედი არჩევნებში გადაწყვიტა.