მერაბიშვილმა მინისტრებს ახალი მთავრობის ფორმირებამდე ჩვეულ რეჟიმში მუშაობა სთხოვა

მერაბიშვილმა მინისტრებს ახალი მთავრობის ფორმირებამდე ჩვეულ რეჟიმში მუშაობა სთხოვა

საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით გუშინ მთავრობის სხდომა გაიმართა.

მთავრობის კანცელარიის ინფორმაციით, სხდომაზე განხილვის მთავარი თემა არჩევნების შემდგომ შექმნილი ვითარება იყო.

როგორც მთავრობის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, პრემიერ-მინისტრმა მინისტრებს სთხოვა, ახალი მთავრობის ფორმირებამდე, ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ მუშაობა.

„პრემიერ-მინისტრმა მინისტრებს სთხოვა, ახალი მთავრობის ფორმირებამდე, ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ მუშაობა, რათა გარდამავალ პერიოდში უზრუნველყოფილი იქნეს საქართველოს ყველა მოქალაქის უსაფრთხოება და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტმა განაგრძოს საკუთარი ფუნქციების შესრულება“,  - ნათქვამია  მთავრობის ვებ-გვერდზე.