შალვა პაპუაშვილი: როდესაც ასეთი ცრუ ინფორმაცია იწერება რეზოლუციაში, ჩვენი მხარდაჭერა მას არ აქვს. ნიშანდობლივია, რომ ევროკავშირის დაფინანსებული მედია დეზინფორმაციას ავრცელებს და ამას ევროკავშირის საელჩო მშვიდად უყურებს

შალვა პაპუაშვილი: როდესაც ასეთი ცრუ ინფორმაცია იწერება რეზოლუციაში, ჩვენი მხარდაჭერა მას არ აქვს. ნიშანდობლივია, რომ ევროკავშირის დაფინანსებული მედია დეზინფორმაციას ავრცელებს და ამას ევროკავშირის საელჩო მშვიდად უყურებს

ესეც კიდევ ცალკე ამბავია, დეზინფორმაციას რომ ავრცელებს სხვადასხვა მედია და განსაკუთრებით ნიშანდობლივია, რომ ევროკავშირის დაფინანსებული მედია რომ დეზინფორმაციას ავრცელებს და ამას ევროკავშირის საელჩო მშვიდად უყურებს. ჩვენ გვიწერდნენ რეკომენდაციებში დეზინფორმაციის არ დაშვებას და თავად ფულს უხდიან ორგანიზაციებს, რომლებიც ტყუილს და დეზინფორმაციას ავრცელებენ და მერე კიდევ გვეუბნებიან, რომ ეს არის დამოუკიდებელი მედია - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, თითქოს საქართველოს დელეგაციამ ეუთოს რეზოლუციას მხარი დაუჭირა.

მისი თქმით, რეზოლუციას, რომელიც ცრუ ინფორმაციას შეიცავს ქართული დელეგაციის მხარდაჭერა არ აქვს და ვერც ექნება.

„რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი ცრუ ინფორმაცია იწერება რეზოლუციაში, ჩვენი მხარდაჭერა მას არ აქვს. თუმცა თავად დოკუმენტი იყო შემუშავებული, რომელსაც ჩვენი მხარდაჭერა ექნებოდა, რომ არა ჯო უილსონის და ცნობილი ჯგუფები: უკრაინა, პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, რომლებიც არ ვიცი, რატომ ერჩიან ასე ქართველ ხალხს, რა გაგვიკეთებია სიკეთის მეტი, რომ ასე უნდათ დააზიანონ ქართველი ხალხი, მაგრამ ვხედავთ, რომ მათი მცდელობით ჩაიწერა ეს ნახევარი წინადადება, რომელსაც რა თქმა უნდა არანაირი მხარდაჭერა ჩვენი არ ექნებოდა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, დოკუმენტის პირვანდელ ვერსიას საქართველოს დელეგაციის მხრიდან ჰქონდა მხარდაჭერა.

„მათ შორის ჩვენი ინიციირებული ცვლილებაც შევიდა. ჩვენი დელეგაციის ინიციატივა იყო, რომელიც ტექსტის ავტორებმა გაითვალისწინეს და ამ მხრივ რეზოლუციის ეს ნაწილი მეტ-ნაკლებად მისაღებია. რომ არა ეს ერთი წინადადება, მავნებლური, რომელიც უკრაინის დელეგაციის და ჯო უილსონის ინიციატივით იქნა შეტანილი, რა თქმა უნდა ჩვენი მხარდაჭერა ექნებოდა. მაგრამ როდესაც ტყუილი იწერება პოლიტიკური ინტრიგებისთვის სხვადასხვა დოკუმენტში და ამის გამოცდილება ჩვენ გვაქვს, ევროპარლამენტი ამის კარგი მაგალითია, რომელიც ცილისწამების ცნობილ ავტორად იქცა თავისი რეზოლუციებით, რა თქმა უნდა ამას მხარდაჭერა არ ექნება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.