ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 3766 საარჩევნო უბნიდან 3764 უბნის შედეგებია დათვლილი. აქედან 3694 ჩვეულებრივი, 70 კი, სპეცუბანია.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ 54,87% აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 40,04%. ამ ეტაპზე ხმათა 99,95% დათვლილია.
ცესკო-ს მონაცემებით, დანარჩენ პარტიებს შემდეგი პროცენტული მაჩვენებელი აქვთ: „გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატიულ გაერთიანებას“ - 2,04%, ხოლო „შალვა ნათელაშვილი - ლეიბორისტულ პარტიას“ - 1,24%.
ყველა სხვა დანარჩენი საარჩევნო სუბიექტის შედეგი 1%-ზე დაბალია.
ამასთან, როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა, მას შემდეგ, რაც ცესკო საარჩევნო ოლქებიდან საბოლოო შედეგებს მიიღებს, მონაცემის დაზუსტებას შეუდგება.