ნიკა სანოძე:  ერთ-ერთი ვერსიით,  ბესო სურმავა  ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ჰყავდათ

ნიკა სანოძე: ერთ-ერთი ვერსიით, ბესო სურმავა ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ჰყავდათ

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კოალიციის ლიდერის,  ბიძინა ივანიშვილის  ყოფილი დაცვის წევრის ბესო სურმავას სიძის,  ნიკა სანოძის განცხადებით, ერთ-ერთი ვერსიით,  ბესო სურმავა  ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ჰყავდათ.

როგორც სანოძე from.ge  - სთან საუბარში აცხადებს, მას შემდეგ, რაც სურმავა  სახლში დაბრუნდა მას არ დაკავშირებია.

„მე ხონში ვიმყოფები. სურმავასთან დაკავშირებით,  რაიმე კონკრეტულ ინფორმაციას არ ვფლობ. ვიცი, რომ სახლში დაბრუნდა, ნახა მეუღლე, დედამისაც ესაუბრა და აღნიშნა, რომ დასვენება სჭირდებოდა. მის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ვერსიები ვრცელდებოდა, ერთ-ერთი ვერსიით, ის ხონში ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ჰყავდათ“, - განაცხადა სანოძემ.

ცნობისთვის, , Youtube-ზე გავრცელდა აუდიოჩანაწერები,  რომელიც  „ქართული ოცნების“  წევრების საუბარს ასახავს. აუდიოჩანაწერები ბესო სურმავამ გაავრცელა, რომელიც ამბობს, რომ ის ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი იყო.

როგორც სურმავა ვიდეომიმართვაში აცხადებს, უსაფრთხოების სამსახურს კოალიციის წევრების საუბრების მოსმენა და ჩაწერა ბიძინა ივანიშვილმა დაავალა.

სურმავა ამ დრომდე გაუჩინარებული იყო. ის სახლში წუხელ ღამით დაბრუნდა.