რიჩარდ ნორლანდი: საქართველოს მთელი მსოფლიო უყურებს და იმედი აქვს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და დასრულდება მშვიდობიანად

რიჩარდ ნორლანდი: საქართველოს მთელი მსოფლიო უყურებს და იმედი აქვს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და დასრულდება მშვიდობიანად

აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი ზუგდიდში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ალასანიას მხარდამჭერ აქციაზე იმყოფებოდა.

რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, ის სამეგრელოში დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა და დღევანდელ აქციაზე აქედან გამომდინარე მოხვდა.

ნორლანდის განცხადებით, მნიშვნელოვანია ის, რაც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა,  რომ საოლქო საარჩევნო კომისიებში სხვადასახვა პარტიების წარმომადგენლებმა და პროფესიონალებმა  თავიანთი საქმიანობა თავისუფალ,მშვიდ  გარემოში უნდა  გააგრძელონ.

„ეს შესანიშნავი კვირა იყო საქართველოს ისტორიაში. დემოკრატიული არჩევნების შედეგად,  ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა  მოხდა, მაგრამ ეს პროცესი სრულად დამთავრებული არაა. ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში  საოლქო საარჩევნო კომისიები აგრძელებენ მუშაობას იმისთვის, რომ დადგინდეს ვინ გაიმარჯვა არჩევნებში.

საერთაშორისო  თანამეგობრობის მრავალ წევრს,  ისევე როგორც მე ამერიკის ელჩს,   ამ საპარლამენტო არჩევნებში დამკვირვებლის მისია  მქონდა აღებული. ამდენად,  აქ მე დამკვირვებლად ვიმყოფები.

რატომ სამეგრელო? იმიტომ რომ ძალიან  სპეციფიური რეგიონია და  სპეციფიური დინამიკაა აქ.

ჩვენი მიზანია ვუზრუნველყოთ,  რომ ზუსტად ისე როგორც დაიწყო ეს კვირა მშვიდობიანი ტრანსფორმაციით ზუსტად ასეთივე მშვიდობიანად უნდა დასრულდეს ეს კვირა.

მნიშვნელოვანია ის, რაც აღნიშნა ბატონმა ირაკლი ალასანიამ,  რომ საოლქო საარჩევნო კომისიებში სხვადასახვა პარტიების წარმომადგენლებმა და პროფესიონალებმა  თავიანთი საქმიანობა თავისუფალ,მშვიდ  გარემოში უნდა  გააგრძელონ.

ამჟამად,  საქართველოს მთელი მსოფლიო უყურებს და იმედი აქვს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და დასრულდება მშვიდობიანად.

უმნიშვნელოვანესია,  რომ თუ არსებობს რაიმე გამოწვევა შედეგებთან დაკავშირებით, ეს შედეგები სამართლებრივად უნდა იყოს განხილული და დავების განხილვა სამართლებრივად უნდა მოხდეს“, - განაცხადა ნორლანდმა.

ცნობითსთვის, ზუგდიდში ირაკლი ალასანიას მხარდამჭერი აქცია 15:00 საათიდან მიმდინარეობს. აქცია საოლქო-საარჩევნო კომისიასთან დაიწყო, შემდეგ კი,  ზუგდიდში დადიანების სასახლის ჭიშკართან გრძელდება.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ზუგდიდის რაიონში არჩევნების გაყალბებას და საარჩევნო კომისიის შედეგებს აპროტესტებს.

ირაკლი ალასანიას მხარდასაჭერად დღეს ზუგდიდში ჩავიდნენ გუბაზ სანიკიძე,  შალვა შავგულიძე,   თეა წულუკიანი, ეკა ბესელია, გუბაზ სანიკიძე  და სხვები.

ამ დროისთვის დადიანების სასახლის შესასვლელთან ათასობით ადამიანია შეკრებილი, რომლებიც არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ.