არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა – ახალი ინიციატივა“ პოლიტიკურ პარტიებს და მათ აქტივისტებს საარჩევნო ადმინისტრაციაზე ფიზიკური და მორალური ზეწოლისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციებს კანონის ფარგლებში მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების საშუალება უნდა მიეცეთ.
„ახალი თაობა-ახალი ინიციატივა“ საარჩევნო ადმინისტრაციებს მოუწოდებს, ყველა მიღებული განცხადება და საჩივრის განხილვა ობიექტურად, კანონის ფარგლებში, მხოლოდ არსებული ფაქტების გათვალისწინებით მოხდეს.
„მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დავების გადასაჭრელად მიმართონ კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროცედურებს. ვფიქრობთ, ორივე მხარის ადექვატური რეაგირების პირობებში შესაძლებელია არსებული სიტუაციის განმუხტვა. იმ პირობებში, როდესაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სასამართლოს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ უტყუარი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევებში, უფლება აქვს გააუქმოს რიგი უბნებისა და ოლქების შედეგები. მიგვაჩნია, რომ საარჩევნო პროცესის დემოკრატიულად და მიუკერძოებლად განხორციელებისათვის უმნიშვნელოვანესია, როგორც კენჭისყრის დღის, ასევე, მისი შემდგომი პერიოდის მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება", - ნათქვამია განცხადებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
„ახალი თაობა-ახალი ინიციატივას“ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები საქართველოდან უკვე გაემგზავრნენ.