"ქრისტიან-დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ვეფხვაძის განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია არასწორია და არჩვენების დღეს მედიის უფლებების შეზღუდვა არ მოხდება.
„ის ინფორმაცია, რომ ქდმ მხარს უჭერს ცსკო-ს გადაწყვეტილებას არჩევნების გაშუქებისას ფოტო-ვიდეო გადაღების შეზღუდვასთან დაკავშირებით,სრული დეზინფორმაციაა და მონაცემების არასწორი მოწოდება. წაიკითხეთ ყველამ კარგად დოკუმენტი, ვისაც გაქვთ თვალები, ვისაც გაქვთ ლოგიკური აზროვნება.ყველანი შებრძანდებით, დადგებით და გადაიღებთ პროცესს, ისე რომ ხელს ვერავინ ვერ შეგიშლით. დადგენილების შესაბამისად განისაზღვრა, რა შემთხვევაში ვერ გააგდებს კომისის თავმჯდომარე გარეთ ჟურნალისტს,-აცხადებს ლევან ვეფხვაძე.