„დემოკრატიული მოძრაობის“ პრეს-სპიკერი, ბაკურ ბაკურაძე გუშინ ეთერში გასულ გადაცემა „პოლიტმეტრს“ გამოეხმაურა.
ბაკურაძის გაღიზიანება გადაცემაში მონაწილე ქართველი მხატვარის რუსუდან ფეტვიაშვილის კომენტარებმა გამოიწვია და აღნიშნა, რომ რუსუდან ფეტვიაშვილი რამდენიმე წლის წინ ნინო ბურჯანაძეს ევედრებოდა, „ეს გარეწრები ქვეყანას მოაშორეო“.
„ძალიან ბევრი რამ ვიცი, ადამიანებზე, რომლებიც უზნეო განცხადებებს აკეთებენ და ტუტუცურად იქცევიან. ამ ტუტუცურ გამოსვლებს, თუ არ დაამთავრებენ და ამ ძალადობრივი რეჟიმის მხარდაჭერას გააგრძელებენ, მე აბსოლუტურად დაუკითხავად, ადამიანურად, მათი ქმედებების და განცხადებების შესახებ, ჩემს „ფეისბუკის“ გვერდზე განვათავსებ. ამ ხალხის უზნეობა ყელში ამოვიდა. განსაკუთრებით ეს ეხება, კულტურის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით კი, ფეტვიაშვილის მაგვარებს, რომლებიც დღემდე ამ ხელისუფლებას და ამ რეჟიმს უჭერენ მხარს. ის, რაც ფეტვიაშვილმა განაცხადა გუშინ გადაცემა „პოლიტმეტრში“ უზნეობაა. მისი თქმით, დამნაშავეები ისინი არიან, ვინც ხალხი 26 მაისს რუსთველზე მიიყვანა. ასეთი განცხადებების გაკეთებას და ამ ადამიანებისკენ თითის გაშვერას თუ გააგრძელებენ, შესაბამის პასუხს ჩემგანაც მიიღებენ“, - განაცხადა ბაკურაძემ.
ბაკურაძემ აღნიშნა, რომ ასე პოზიციების ცვლა და საუბარი, როცა ქვეყანა თავზე გექცევა უზნეობაა.