ფილარმონიასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად ცოცხებით ძეგლი დადგეს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, დაჩი ცაგურიას განცხადებით, ეს მიხეილ სააკაშვილის ძეგლია.
„ჩვენ აქ დავდგით მიხეილ სააკაშვილის ძეგლი, რომელიც მას მისივე პრეზიდენტობის დროს ავუგეთ. ეს ძეგლი აქ იქნება მისი სახელის უკვდავსაყოფად“, - განაცხადა ცაგურიამ.
აქციის ორგანიზატორებმა ე.წ თაბახის ფურცლებზე წარწერები „დაიცავი ღირსება“, „დაიცავი პატიმრის უფლება“, „თქვენი დემოკრატია გვტკივა“ გააკეთეს.
აქციის ორგანიზატორები მელიქიშვილის გამზირის გადაკეტვას გეგმავენ.