კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ის ხშირად ისმენდა ამ ამბებს, როდესაც პატიმრებთან ციხეებში შედიოდა, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაზე მთავარია მშვიდობიანად და მოწესრიგებულად მისვლა საარჩევნო ყუთებთან და საკუთრი პოზიციის დაფიქსირება.
„ციხეში შევდიოდი და ამას ვისმენდი. პატიმრები ამას მიყვებოდნენ, არ მალავდნენ და თან ტიროდნენ, მაგრამ ვერცერთი ვერ აწერდა ხელს საჩივარს. ყაჩაღსაც აქვს უფლება მოიხადოს სასჯელი, მხოლოდ ადამიანურ პირობებში, მასაც ჰყავს ცოლი, შვილი, დედა. წარმოიდგინეთ, რა დღეში იყვნენ, მთელი ხალხი ფეხზე დადგა.
ახლა მთავარია, რომ ჩვენ გვინდა მოწესრიგებულად, მშვიდობიანად მივიდეთ საარჩევნო ყუთამდე და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია“,-განაცხადა კობახიძემ.