სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა მიმართ ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გაპროტესტების მიზნით ფილარმონიასთან აქციის მონაწილეებმა შეკრება უკვე დაიწყეს.
უფლებადამცველი დაჩი ცაგურიას განცხადებით, საპროტესტო აქციები გაგრძელდება მანამ, ვიდრე ყველა დამნაშავე არ დაისჯება და პასუხს არ აგებს კანონის წინაშე.
„800-მდე ადამიანია მოკლული ციხეში, ამიტომ, არ შეიძლება ბაჩო ახალაია იყოს მინისტრი, სანამ ის ციხეში არ ჩაჯდება, ეს პროტესტი არ შეწყდება“ - განაცხადა ცაგურიამ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე წყდება ის საკითხი, თუ ვინ ჩასვამს ახალაიას ციხეში - პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ ქართველი ხალხი.