საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მუსიკოსი ბაკურ ბურდული პროტესტს, ღირსების ორდენზე უარის თქმით გამოხატავს: „როდესაც ასეთი რაღაცეები ხდება, მათი მმართველობის დროს, ვერანაირად ვეღარ დავუდგები იმ ადამიანებს გვერდით, რომლებმაც ღირსების მედალი მაჩუქეს".
მუსიკოსმა განმარტა, რომ შეურაცხყოფილია იმით, რაც ბოლო დღეებში ტელევიზიებით ვრცელდება. მისი განცხადებით, ასევე, მიუღებელია ამ ფაქტის მიმართ ხელოვნების სფეროს სხვა წარმომადგენლების გულგრილობა: "მივხვდი, რომ ასეთ სიცოცხლეს უბრალოდ აზრი არ აქვს, როცა თვალებს ისეთ რამეზე ხუჭავ, რაზეც აღარანაირად არ შეიძლება თვალების დახუჭვა“ - აცხადებს ბაკურ ბურდული.