"დემოკრატიული მოძრაობის" პრეს-სპიკერი ბაკურ ბაკურაძე გუშინ ეთერში გასულ გადაცემა „პოლიტმეტრს“ გამოეხმაურა. ბაკურაძის ინფორმაციით, ქართველი მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი რამდენიმე წლის წინ ნინო ბურჯანაძეს ევედრებოდა, „ეს გარეწრები ქვეყანას მოაშორეო“.
აღნიშნულის შესახებ ბაკურაძე სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
"გუშინ „პოლიტმეტრში" განსაკუთრებულ სისასტიკესთან ერთად (ცნობილი ვიდეოკადრები) განსაკუთრებულ უტიფრობა ვიხილე. დარჩიაშვილზე საუბარი ალბათ ზედმეტია, მაგრამ რუსუდან ფეტვიაშვილი ვითომ აპოლიტიკური, ტელევიზორს რომ არ უყურებს ის გოგოა, რომელიც ზუსტად ვიცი, რომ რამდენიმე წლის წინ, ნინო ბურჯანაძეს ევედრებოდა გვიშველე რამე, ეს სადისტები და გარეწრები მოაშორე ამ ქვეყანასო. როდის გახდა მიშა მისთვის უშუალო და ალალი? კაფე რომ გაუხსნა ბათუმში იმის შემდეგ? უზნეობაა", - აცხადებს ბაკურაძე.