პატიმართა წამების წინააღმდეგ აქცია ქუთაისშიც გაიმართა. აქციის ფარგლებში სტუდენტები ფეხით მსვლელობით კიკვიძის პარკისკენ მიემართებიან.
აქციის მონაწილეები რამდენიმე წუთით ქუთაისის მერიასთან შეჩერდნენ და ცოცხები დაწვეს. ისინი სკანდირებენ - „არ აწამო“.
სავარაუდოდ, აქცია კიკვიძის ძეგლთან დასრულდება და ხვალ, 15:00 საათზე განახლდება. სტუდენტები ხვალ აკაკი წერეთლის სახლმწიფო უნივერსიტეტის წინ შეიკრიბებიან.