"ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი როლანდ ახალაია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარ ფაქტს ეხმაურება და გმობს მას.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ Facebook-ზე აღნიშნა.
„აღშფოთებული ვარ და ვგმობ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარ ფაქტებს“, - ნათქვამია როლანდ ახალაიას გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ ქართულ ტელე-სივრცესა და სოციალურ ქსელებში გლდანის #8 საპყრობილეში პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალები გავრცელდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები იმართება, რომელთა მთავარი მოთხოვნა როლანდ ახალაიას შვილის, შს მინისტრ ბაჩო ახალიას გადადგომაა.