სასჯელაღსრულების სამინისტრო პატიმრის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
უწყების განცხადებით, ბოლო ორი დღის განმავლობაში მსჯავრდებულის დაღუპვის ფაქტს ადგილი საქართველოს არც ერთ საპატიმრო დაწესებულებაში არ ჰქონია.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „მაესტროს“ ინფორმაციით, რუსთავის #6 საპყრობილეში პატიმარი გარდაიცვალა.
ტელეკომპანიის ცნობით, პატიმრის გარდაცვალების თაობაზე მათ თავად მსჯავრდებულის ოჯახის წევრებმა განუცხადეს.