გუშინ, ცნობილი ქართველი პროდუსერი ლევან კორინეთელი მოსკოვში, 40 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლევან კორინთელმა მოღვაწეობა 2005 წელს დაიწყო და დღემდე რვა სრულმეტრაჟინი ფილმის გადაღება მოახერხა. ის არის კინოთეატრ „ამირანის“ თანამფლობელი, კინოსტუდია „რემკასა“ და „დამოუკიდებელი კინოპროექტის“ თანადამაარსებელი.
შეგახსენებთ, ლევან კორინთელი პროდიუსერია ფილმებისა: „მარილივით თეთრი“, „ქუჩის დღეები“, „რენე მიდის ჰოლივუდში“, „სამი სახლი“, „რუსული სამკუთხედი“, „გასეირნება ყარაბაღში“, „კონფლიქტის ზონა (გასეირნება ყარაბაღში2)“ და „უკანსაკნელი გასეირნება“.
„უკანსაკნელი გასეირნება“ ლევან კორინთელის ბოლო ფილმია.