მიხეილ სააკაშვილმა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის პოსტი სახალხო დამცველს გიორგი ტუღუშს შესთავაზა. ამ განცხადებას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.
ტელევიზიების მიერ ციხეებში პატიმრების წამებისა და სექსუალური ძალადობის კადრების გავრცელების შემდეგ გუშინ გამართულ საგანგებო თათბირზე მიხეილ სააკაშვილმა რამდენჯერმე ახსენა სახალხო დამცველის გვარი და აღნიშნა, რომ მთავრობას ტუღუშისგან წამოსული სიგნალებისთვის უნდა დაეჯერებინა. "ამ წლების განმავლობაში გიორგი ტუღუში სულ ლაპარაკობს და მისგან ბევრი კრიტიკა ისმის, როგორც გაირკვა სამართლიანად“,-აღნიშნა სააკაშვილმა.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის პოსტი ხათუნა კალმახელიძემ გუშინ საკუთრი განცხადების საფუძველზე დატოვა.