"პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალისთვის ვლადიმერ ბედუკაძემ 2 მლნ აშშ დოლარი მიიღო”, - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ განაცხადა.
ზოდელავას განმარტებით, ე.წ ბედუკაძე-ფურცხვანიძის დანაშაულებრივი ჯგუფი ამ სასტიკ დანაშაულს ანგარებით სჩადიოდა, რომ ის შემდეგ მესამე დამკვეთი პირისთვის გადაეცა.
როგორც ზოდელავამ აღნიშნა, ბედუკაძე-ფურცხვანიძე ამ მესამე პირთან ელიზბარაშვილი-თამაზაშვილის მეშვეობით თანამშრომლობდნენ.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ფირების დეტალური დამუშავება მიმდინარეობს, თუმცა უკვე დადგენილია, რომ ყველა დანაშაული ჩადენილია გლდანის #8 საპყრობილეში.
„ვიდეომასალის შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ ორი სახის დანაშაული იკვეთება – ერთი სისტემური და მეორე - ანგარებითი“, - აღნიშნა მან.
პატიმართა წამების კადრების ავტორმა, #8 სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილმა მორიგე ინსპექტორმა ვლადიმერ ბედუკაძემ საქართველოს საპატიმროებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საჯარო განცხადებები ბრიუსელში გააკეთა.